„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 340170000. 10.003.017186) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილების შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებული თანხის ნაშთი სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებელი იანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 12,587055 კოეფიციენტის ნამრავლით.“ .
|