„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.148.016156
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
 

                                                                                                   

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2013 წლის 10 მაისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი 200111/12/2012, 010260020.35.148.016037) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია