საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პლენუმის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავარი პროკურორი. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
№467–რს