|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 3017 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3017. წამყვანი საჯარო თანამდებობა ა) მინისტრის აპარატის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსი; გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; დ) მთავარი მრჩეველი; ე) მინისტრის მრჩეველი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|