„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
437
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-12
სარეგისტრაციო კოდი
450.140.000.05.001.003.304
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

     „მუხლი 551. პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს თავის ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ამ გადაცემებში პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 31 ოქტომბერი.

№437–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია