|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება: |
დადგენილების მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 4 |
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|