„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის №1-1/1784 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/108
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-08
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.024.016273
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის №1-1/1784 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/108

2013 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის №1-1/1784 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად  საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის №1-1/1784 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
ა) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;

გ) „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ - 1992; 

დ)  „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21);

ე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება);

ვ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია