შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №122 დადგენილების (სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160105, ვებგვერდი, 111212022, 12/12/2011) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) თითოეული გასაყიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტობაზრობების ტერიტორიაზე განთავსებისთვის გათვალისწინებულ ფართს, რომლის ბეტონით დაფარული საფარი უნდა აღემატებოდეს 3 ჰექტარს.“.
|