,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.116.016137
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2013 წლის 30 აპრილი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის  ჩატარების წესის  დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის  №22  დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 04/04/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016117) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულაში ამოღებულ იქნეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი;

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია