„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღე-ღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ან/და მარაგების დამტკიცების ვადებში ცვლილების შეტანის საჭიროებას (ასეთი ცვლილებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას), ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.“.
|