საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/101
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-10-08
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.024.016269
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/101

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის  მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


პროტოკოლის სამსახურის მოხელეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1. პროტოკოლის სამსახურის  უფროსი:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №1-1/435 - ვებგვერდი, 15.10.2015 წ.

3. პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
4. პროტოკოლის სამსახურის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება ან საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა;

გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 29 მაისის ბრძანება №1-1/213 - ვებგვერდი, 01.06.2015 წ.


კრებსითი — სრული ვერსია