|
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ. ვებგვერდი, 5, 04/08/2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
II თავის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „1) გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|