|
ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ'' ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით; 2. სხვა უძრავ ქონებაზე ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით; 3. მოძრავ ქონებაზე ნივთის საბაზრო ღირებულების 10 %-ის ოდენობით.
|
| მუხლი 2 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიების (ზონების) მიხედვით, განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|