შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №12 დადგენილებაში და 85-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს, ხოლო საჯარო განხილვების ორგანიზებისათვის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან არჩეული საკრებულოს წევრებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგელების მონაწილეობით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის დასახლებებში საჯარო განხილვების ჩატარებას.
2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს წევრების მიერ გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს“.
|