1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში (საქართველოს პეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ.41) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხის“ 2.3.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.3.4. ცნობები სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, სამხედრო ქალაქების, ყაზარმების და სხვა ობიექტების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) მშენებლობისა და სამხედრო მიზნებისათვის სამოქალაქო ობიექტების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მონაცემები აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ.“.
|