|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/01/2013, 190020020.35.162.016169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: |
ა)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 286.600 (ორას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსასი) ლარს.“. |
ბ)
მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;“. |
გ)
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1“ ქვეპუნქტი:
,,ლ1) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 ლარი;“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
,,დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
|