„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
312
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-20
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.003.278
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„II თავი. პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

    მუხლი 9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

2. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი და ფინანსური რესურსების ამსახველ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას გასული კალენდარული წლის განმავლობაში.

3. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან გამომდინარე შედეგები შეიძლება განიხილოს პარლამენტმა კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 10. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში დაგროვილი დეკლარაციების შემდგომი შენახვის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ხუთი წლის შემდეგ.“.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                          

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 2 ოქტომბერი.

№312–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია