ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
327
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-18
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №327

2013 წლის 18 აპრილი

                                                       ქ. თბილისი                                                  

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.   დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2013 წლის 18 მაისს.

2.   ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.

3.   გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.

4.   იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი                                                                                             თეა წულუკიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია