|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
1. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, 13, 18.08.2010, მუხ. 324) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|