„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
304
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-06
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.05.001.003.274
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა და სამსახური შეთავსებით, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სამედიცინო საქმიანობისა, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 სექტემბერი.

№304–IIს

კრებსითი — სრული ვერსია