სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
289
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-09
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.05.001.003.271
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 78) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირა არის „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით განსაზღვრული საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემისას – საბალანსო ღირებულების არანაკლებ 1%-ისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 სექტემბერი.

№289–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია