საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2013-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-12
სარეგისტრაციო კოდი
010320010.15.008.016082
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

დადგენილება №15

2013 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:   


მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ცესკოს მიერ არჩევნების პერიოდში არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებზე.”

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია