,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 08/06/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016379) დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. 2012-2013 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სკოლის გამოსაშვები გამოცდების საბოლოო შედეგებს (იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები) არა უგვიანეს 2013 წლის 20 ივნისისა უგზავნის საინფორმაციო სისტემას, რომელიც წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.“.
|