„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის №17.01.580 დადგენილებით (გაზეთი ,,24 საათი“, 2009 წ-ის 4 ივლისი, №149) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის მე-5 მუხლის 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილსისის არქიტექტურის სამსახურის, იმ ადმინისტრაციული ორგანოების, რომელთა სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენდა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 500 ლარი; 5 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი. ამ მომსახურებებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.“;
ბ) წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|