ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010.190.010.05.001.003.265
ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნდობის ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება წელიწადში ორჯერ ან საჭიროებისამებრ, ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის ჩატარებას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა.“.

3. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 12 სექტემბერი.

№260–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია