|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის № 2-46 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები |
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სოფლის ან/და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა; დ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველა დაინტერესებული პირისთვის; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 2 მარტის ბრძანება №2-37 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ვიზას ადებს დეპარტამენტში და ასევე სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან, დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას; ვ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; თ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) მონაწილეობს მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებებს; მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას; გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას; ე) პასუხისმგებელია სამმართველოში მომზადებულ მასალაზე და უკეთებს ვიზირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების წესების დაცვას; ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ; ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 7. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. 8. სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 9. სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №2-230 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 2 მარტის ბრძანება №2-37 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები |
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო; ბ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველო. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 2 მარტის ბრძანება №2-37 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციები |
1. სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სოფლისა ან/და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია; ბ) შესაბამისი ანგარიშგების ფორმების მეშვეობით და საჭირო მონაცემთა შეგროვების და ანალიზის ვადების გათვალისწინებით, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი; გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ანალიზის ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა; დ) სტრატეგიის განხორციელების შეფასების კოორდინაცია, მათ შორის შეფასებისათვის შექმნილი სპეციალური ჯგუფის მეშვეობით; ასევე, შეფასების ანგარიშის შემუშავება; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა; ვ) სოფლის მეურნეობის დარგში იდენტიფიცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება, რეკომენდაციების შემუშავება ან/და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №2-230 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 2 მარტის ბრძანება №2-37 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. |