„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-10
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.105.016117
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №14

2013 წლის 5 აპრილი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები და მათი განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 21 000 ლარი;

ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი.

ზ)  თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000  ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
მუხლი 3
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 4
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია

კრებსითი — სრული ვერსია