„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016114
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №11

2013 წლის 5 აპრილი

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
---
,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/01/2013; 010250020.35.144.016104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით“;

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21) ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია