|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 05/03/2012, 010220020.15.008.016027) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის მოხელეთა საჯარო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად), საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.”. |
2.
დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|