|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური |
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახურს აქვს ბლანკი. |
3.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
4.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. |
5.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. |
6.
სამსახურის მისამართია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.№37. |
თავი II
სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 2.
სამსახურის შემადგენლობა |
სამსახურის შემადგენლობაში შედის: |
ა)
სამსახურის უფროსი; |
ბ)
სპორტის განყოფილების უფროსი; |
გ)
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი; |
დ)
სამსახურის თანამშრომლები. |
თავი III
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფუნქციები |
მუხლი 3.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფუნქციები |
1.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების ხელშეწყობას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავებას; |
გ)
საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; |
დ)
სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას; |
ე)
სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას; |
ვ)
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობას; |
ზ)
შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაციის ხელშეწყობას; |
თ)
სპორტული ღონისძიებების წლიური პროგრამების შემუშავებას; |
ი)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას; |
კ)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; |
ლ)
მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსებისა და ახალგაზრდული დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას; |
მ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
სპორტის განყოფილება უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სპორტული ღონისძიებების პროგრამას. |
3.
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და ამ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობას; |
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები |
მუხლი 4.
სამსახურის მართვა |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი; |
2.
სამსახურის უფროსი: |
ა)
უძღვება სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; |
ბ)
პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
გ)
ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; |
დ)
განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; |
ე)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; |
ვ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; |
ზ)
უქმნის სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; |
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ – ერთი განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით; |
4.
განყოფილების უფროსი: |
ა)
ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; |
ბ)
ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
გ)
ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; |
დ)
სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; |
ე)
წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; |
ვ)
ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; |
ზ)
განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 5.
სამსახურის თანამშრომლები |
1.
სამსახურის თანამშრომელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე. |
2.
სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 6.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები |
1.
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: |
ა)
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; |
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; |
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
2.
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: |
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; |
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; |
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; |
დ)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; |
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. |