საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995წ., №№27–30, მუხ. 642) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ცნობები გაიცემა აღმასრულებელზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№226–რს