,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის N05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.118.016093
,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის N05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                           

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2013 წლის 4 აპრილი

ქ. ონი

 

 

,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №05 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016086) შევიდეს ცვლილება  და დადგენილების დანართით დამტკიცებული წესის:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ე) ექვს და მეტ შვილზე - 180 ლარი.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა დედით ან მამით ობოლ ბავშვებზე სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. დახმარება გაიცემა ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე 100-დან 2000 ლარამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია