,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016094
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                           

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 4 აპრილი

ქ. ონი

 

 

,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.118000533) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

 ,,გ) იურიდიული განყოფილება“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  მუხლი:

,, მუხლი 51. იურიდიული განყოფილების ფუნქციები

იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის   სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

დ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია