„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1553
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-09-30
სარეგისტრაციო კოდი
240.100.000.05.001.001.103
„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მხოლოდ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიები და ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო არიან უფლებამოსილნი, შესაბამისი კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ რეგულირება და კონტროლი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1553–IIს

კრებსითი — სრული ვერსია