„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
66
მიმღები ორგანო
ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.150.016043
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

                                                                                                                     

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №66

2013 წლის 2 აპრილი

სოფ. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, 010.250.020.35.150.000.518) ცვლილების შეტანის შესახებ

 ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ახალგორის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, 010.250.020.35.150.000.518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)    დებულების პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მისი ბოლო წინადადება „მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას“;

ბ)   დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ქ“  ქვეპუნქტში სიტყვები „კადრების  განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვებით  „საინფორმაციო განყოფილება“;

გ)   დებულების მესამე მუხლიდან მთლიანად იქნეს ამოღებული მონაკვეთი „სამსახური დადგენილი წესით საკადრო პოლიტიკის სფეროში უზრუნველყოფს“  „ა“ ქვეპუნქტიდან „მ“ ქვეპუნქტის ჩათვლით.

დ)  დებულებას მესამე მუხლის შემდეგ დაემატოს მეოთხე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  სამსახურის საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები

  სამსახურის საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას;

გ)  ინიციირებული საკრებულოს დადგენილებების პროექტების, საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნებას;

დ)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;

ე)   გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;

ვ)   მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

ზ)  საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

თ)  ჟურნალისტების აკრედიტაციას საკრებულოსა და გამგეობაში;

ი)   ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;

კ)  მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ლ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

მ)  მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

 ნ)   საინფორმაციო განყოფილებასთან გათვალისწინებულია უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი.".

ე)  დებულებიდან ამოღებული იქნას მეხუთე მუხლი –

  „5. კადრების განყოფილების ფუნქციები“ მთლიანად

ვ)  დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლი „საინფორმაციო სფეროში საჯარო მოხელის ფუნქციები“ მთლიანად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია