„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.150.016041
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

                                                                                                                     

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №65

2013 წლის 2 აპრილი

სოფ. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში (სსმ,3.30.07.2010, 010260020.35.150.000040) ცვლილებების შეტანის შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 22-ე მუხლების საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში   (სსმ,3.30.07.2010, 010260020.35.150.000040), აღნიშნული დადგენილების მე-12 მუხლს (გამგეობის სტრუქტურული ერთეულები) დაემატოს კადრების სამსახური და დადგენილების მეთორმეტე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  საორგანიზაციო სამსახური;

ბ)  კადრების სამსახური;

გ)  იურიდიული სამსახური;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ე)  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ვ)  ქონების მართვის, სტატისტიკისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური;

ზ)  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ)  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ი)  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია