„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-28
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.250
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პოლიციიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის საქმიანობაზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№217–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია