„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, №16, 13.02.2009) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის – ქუთაისის, იმერეთის – ზესტაფონის, სამეგრელოს – ზუგდიდის, სამეგრელოს – ფოთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალქალაქის, წალკისა და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.“.
|