|
მუხლი 1. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 316) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დაცული ტერიტორიების ზონირება ამ კანონით განსაზღვრული თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“. 3. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს. |
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N463-რს |