„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
468-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
360130000.05.001.016939
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 405) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“.

     2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია.“.

     მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N468-რს

კრებსითი — სრული ვერსია