|
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული, პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული ფასიანი ქაღალდი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|