|
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში და დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილებას; ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას; ა.გ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობის განყოფილებას. ა.დ) სოციალურ საკითხთა განყოფილებას; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა. საბიუჯეტო საგეგმო განყოფილებას; ბ.ბ. ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას; ბ.გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას; ბ.დ. მატერიალურ - ტექნიკური მომსახურების განყოფილებას; გ) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს: გ.ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას; გ.ბ) განათლების განყოფილებას; დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს: დ.ა) ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილებას; დ.ბ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას; დ.გ) ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას; ე) იურიდიული სამსახური; ვ) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური; ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) ზედამხედველობის სამსახური; ი) საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური; კ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ლ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|