|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
თანახმად ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება კერძოდ: დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლს დაემატოს პუნქტი 8 შემდეგი რედაქციით:
„8. განსაკუთრებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების დასკვნის გათვალისწინებით შესაძლებელია დაფინანსების ზღვრული ოდენობის დადგენა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|