|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-11 პუნქტის: |
ა.ა)
,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს, გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისა – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);“; |
ა.ბ)
,,ბ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) მოსამსახურის მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება, მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნიდან ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);“; |
ბ)
მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ამ ბრძანების მე-11 პუნქტის „ბ“ და ,,ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“; |
გ)
ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. ამ ბრძანებით ოჯახის წევრისათვის გათვალისწინებული პროცენტული დანამატი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ მათი ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნის პერიოდისათვის.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|