„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6/14
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016163
„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                       

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №6/14

2013 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

 

,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ             დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“  თვითმმართველი   ქალაქის – ფოთის  საკრებულოს  2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში (29/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016117),  კერძოდ:

დადგენილების  №1 დანართის მე-9 გრაფა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი თანამდებობის პირიБ მათ შორის: საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, განყოფილების უფროსი“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის პირველი მოადგილემაგდალინა მენაბდე

კრებსითი — სრული ვერსია