|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის“დამტკიცების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში (სსმ, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისად, დანართი №1–„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი“. |
ბ)
დადგენილების დანართი №1–ის მე-10 მუხლის : |
ბ.ა)
1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიის ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ.' |
ბ.ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომლის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ და წარუდგენს კომისიას. ‘’ |
გ)
დადგენილების დანართი №1–ის მე-6 მუხლი განისაზღვროს შემდეგნაირად:
„6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, პირობებს, სატესტო მეთოდიკასა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.“ |
დ)
დანართი №1-ის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო სიტყვები–„ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში“, შეიცვალოს შემდეგნაირად:“ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|