|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.104.016113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი. |
გ)
დადგენილების დანართს დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადი განისაზღვროს დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|