„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2013-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010220020.35.123.016139
„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №187

2013 წლის 27 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №6 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ჟ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია