შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №5 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ. კოორდინაციას და კონტროლს უწევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და განსახლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმის, საზოგადოებრივი კვლევისა და ანალიზის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, სანიტარიული ზედამხედველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მობილიზებული რესურსების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მოსახლეობის ინფორმირებასთან, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე პროცესებს, ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს რეკომენდაციებს და დასკვნებს აღნიშნული დარგების მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;“. |