|
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №79 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge, 22.02.2011. 010250050.35.123.001603/ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიდან „ზ“ ქვეპუნქტი; 2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე პუნქტები. 3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|